|
2015-03-24 14:19:14, 679 ნახვა
პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე: მე რომ ვიყო მთავრობის წევრი, 31 მარტს პარლამენტში სხდომას დავესწრებოდი
„მე რომ მთავრობის წევრი ვიყო, 31 მარტს პარლამენტში სხდომას დავესწრებოდი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს 31 მარტს პარლამენტში დაგეგმილ სხდომაზე მთავრობის წევრების დასწრების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს. მან მაგალითად მოიყვანა აშშ–ს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა, რომელსაც მთვრობის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები მუდმივად ესწრებიან. „როცა ხდება აშშ–ს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ მოვლენას ესწრებიან მთავრობის წევრები, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები. ჩემი პირადი მოსაზრებაა, პრეზიდენტის სტატუსიდან, სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე რომ ვიყო მთავრობის წევრი, სხდომას რა თქმა უნდა დავესწრებოდი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ. ჯაფარიძის მსგავსი მოსაზრება აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, თამარ კორძაიას.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)