03:08 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 18:20:21, 2056 ნახვა

ეკონომიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ პროექტს იწყებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი თბილისსა და რეგიონებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და უფროსკლასელებში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზანდ.

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ხვალ მოაწერენ ხელს.

ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ,,მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ“ თბილისისა და რეგიონების სკოლების 1000 მოსწავლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმენენ ლექციას თემაზე ,,ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე’’.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics