|
2015-03-24 09:29:12, 393 ნახვა
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომიტეტები გურჯაანში, სენაკსა და გლდანში შეიქმნება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმ სამოქმედო გეგმის განხორციელების გზებზე შეჯერდა, რომელიც 21 მარტს მიტინგზე გაცხადდა. როგორც გოკა გაბაშვილმა განაცხადა, ანტიკორუფციული კომიტეტების შექმნის გეგმაც ამოქმედდება და ამ კვირაში პირველი სამი კომიტეტი ჩამოყალიბდება. უკვე შერჩეულია რაიონები, სადაც ეს კომიტეტები იმუშავებს. ესენია: გურჯაანი, სენაკი და თბილისში გლდანი. "პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ჩვენ საბოლოოდ დავამტკიცეთ და შევჯერდით იმ განხორციელების გზებზე იმ ჩვენი სამოქმედო გეგმისა, რომელიც განცხადებულ იქნა 21 მარტს მიტინგზე და გავიარეთ დეტალები მათ შორის შემიძლია გითხრათ რომ ჩვენს მიერ გამოცხადებული სპეციალური ანტიკორუფციული კომიტეტების შექმნის გეგმაც ამოქმედდება და ამ კვირაში ჩამოყალიბდება პირველი სამი კომიტეტი და შერჩეულია რაიონები სადაც ჩაოყალიბდება ეს კომიტეტები. ეს არის გურჯაანი, სენაკი და თბილისში გლდანი.სადაც შეიქმნება სპეციალური ანტიკორუფციული კომიტეტი, რომელიც ამხელს ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და სრულ ინფორმაციას წარმოადგენს მათი საქმიანობის შესახებ. ჩვენ გავიარეთ საპროტესტო აქციების გეგმაც და დროთა განმავლობაში საზოგადოებას დეტალურად მივაწვდითინფორმაციას სად, როდის და რა ტიპის აქციები გაიმართება და რათქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ იმ გეგმაზეც რომელიც პარლამეტში უნდა განხორციელდეს, ვისაუბრეთ იმ სამოქმედო გეგმაზე რომლითაც იმოქმედებს ჩვენი ფრაქცია პარლამენტში იმისათვის რომ დაიწყოს მთავრობის გადადგომის საკითხის ინიცირება",-განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)