|
2016-12-01 14:07:27, 1597 ნახვა
ეკონომიკა
11 თვეში, ტურისტთა რაოდენობა 19.3%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 7.9%-ით გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11 თვეში საქართველოს 5 864 684 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 7.9%-ით მეტია. რაც შეეხება იმ მოგზაურებს, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათი და მეტი დაჰყვეს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით რაოდენობამ 2 536 791 შეადგინა და ზრდა 19.3%-ია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი ჩოგოლაძის განცხადებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შედგა. იანვარ-ნოემბერში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: ლატვია +25.6%, ჩეხეთი +15.6%, ლიტვა +15%, გერმანია +9.4% და პოლონეთი +6.5%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი 494%, ინდოეთი +216%, საუდის არაბეთი +118%, ჩინეთი +44%, ისრაელი +56.7%, ყაზახეთი +33.8% და ბელარუსი +29.7%. 2016 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 458, 496 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 22,196-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%). ნოემბრის თვის მაჩვენებლით იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 164, 440 შეადგინა, რაც 20, 265-ით მეტია 2015 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +14.1%). 2016 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვა +71%, პოლონეთი +49%, გერმანია 32%, საფრანგეთი +24% და გაერთიანებული სამეფო +20%. მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა შემდეგი სახელმწიფოებიდან: ირანი +487%, საუდის არაბეთი +183%, ინდოეთი +133%, ჩინეთი +112%, უზბეკეთი +112% და ბელარუსი +30,5% 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3%), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 867.9 მილიონ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.1%-ია. 2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით +8.1%. 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 159,102 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის ათი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1, 351, 403 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)