|
2016-11-30 17:28:20, 1242 ნახვა
სხვადასხვა
ქართველმა მოკრივემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
გლდანში მდებარე “დკდ“-ს დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოადგილე შალვა გოგოლაძე ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებს შეხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს. საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა. ზემძიმე წონით კატეგორიაში, ქართველმა გიორგი ჭიღლაძემ ფინალში იასპარეზა, სადაც ავსტრალიელ ჯასტინ ჰანისთან წააგო. ოქროს მედლისთვის გადაწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გიორგიმ ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად აჯობა, ყველაზე რთული გამარჯვება კი ქართველმა მეოთხედფინალში იზეიმა, როდესაც ყაზახი მეტოქე მინიმალური უპირატესობით 3-2 დაამარცხა. სანქტ პეტერბურგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მთლიანობაში 6 ქართველო მოკრივე გამოდიოდა, თუმცა ჭიღლაძის გარდა მედლებისთვის ბრძოლა სხვებმა ვერ მოახერხეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)