|
2015-03-23 19:01:28, 744 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი: ისრაელი ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობაში კონკრეტული პიროვნება უნდა გამოიყოს
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, ისრაელელი ინვესტორის მეირ შავიტის გახმაურებულ საკითხს ეხმაურება. როგორც იციკ მოშე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, კომპანიებში საგამოძიებო სამსახურის რამდენიმე თვიანი ყოფნა, ბიზნესზე ზეწოლის განხორციელების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. ეს კი, მოშეს შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიზნეს ფორუმებზე გაცხადებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომ მთავრობა ინვესტორთა დაცვის გარანტორი იქნებოდა. „ჩემს მიზანს არ წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შეჭრა, თუმცა კატეგორიულად ვეწინააღმდეგები კომპანიებში საგამოძიებო სამსახურის რამდენიმეთვიან ყოფნას, რაც ბიზნესზე ზეწოლის განხორციელების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. ამასთან, მიმაჩნია, რომ ბიზნესისადმი და, მით უფრო უცხოელი ინვესტორისადმი, ასეთი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლებისა და, პირადად პრემიერ-მინისტრის მიერ ბიზნეს ფორუმებზე არაერთგზის გაცხადებულ პრინციპს, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ ინვესტორთა დაცვისა და ხელშეწყობის გარანტორი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ინვესტორს ქვეყნიდან წასვლა ვაიძულოთ და იმედი გვქონდეს, რომ მის ადგილს შემდეგ სხვა ინვესტორები დაიკავებენ, მაშინ როდესაც არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც პირადი ინვესტიციების დიდ დეფიციტს განიცდიან. იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი ორგვარად განმარტების შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის ბიზნესის სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული, რადგან ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესი ერთია და კმაყოფილი ინვესტორი წარმატებულ ეკონომიკას ნიშნავს“, - ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში. მას არსებული ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია, საქართველოს მთავრობაში კონკრეტული პიროვნების გამოყოფა, რომელიც ისრაელელი ინვესტორებისთვის, მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, იქნება საკონტაქტო პირი, რომელსაც ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეეძლება საჭირო უწყებებს ინვესტორების პრობლემები და ინტერესები გააცნოს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)