|
2015-03-23 16:45:43, 729 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი ხალხის დასაშინებლად სჭირდებათ
„ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი ხალხის დასაშინებლად სჭირდებათ“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს განვითარება სჭირდება და არა სააკაშვილის წარსულში დაბრუნება. „ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით. ამიტომ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს და ჩვენს მომავალს არც ერთი არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება განვითარება და საქართველოს არ სჭირდება დაბრუნება სააკაშვილის წარსულში. რაც მთავარია, აქციაზე მისული ხალხი, ძირითადად გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც მთელს საქართველოშია, რომ უმოქმედობამ საქართველო დახია უკან. აქედან გამომდინარე „თავისუფალი დემოკრატები“ ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ეს სჭირდება ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ წავიყვანთ ქვეყანას. ძალიან მალე ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური გეგმის პრეზენტაცია და ასევე ამასთან, შესაბამისად ჩვენი დღის წესრიგით შევალთ პარლამენტში“,-განაცხადა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)