|
2015-03-23 15:57:30, 675 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ფილმის ჩვენება გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალისა და სამაგისტრო სკოლის სტუდენტებისთვის დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება გაიმართა. ფილმი, რომლის რეჟისორი ზურა ინაშვილია, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზეა გადაღებული და მასში საქართველოში მცხოვრები ქალების რეალური ისტორიებია ასახული. ჩვენებას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები, შვედეთის საელჩოს და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ფილმის ჩვენება მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, აღნიშნულ სენსიტიურ თემაზე სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის ჩვენებას და ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღეთ!“ გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა 2015 წლის 3 მარტს, გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაა. შესაბამისად, უწყება აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მუდმივად მონაწილეობს ღონისძიებებში, რომლებიც ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ შსს-ში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)