|
2016-11-29 14:14:16, 2054 ნახვა
სამართალი
გია დგებუაძე აცხადებს, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას სროლების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა
ბრალდებულ გია დგებუაძის იგივე "მასტერას" ჩვენების თანახმად, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას სროლების დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა. განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დგებუაძე, სასამართლოზე დაიკითხა. ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, მას დათა ახალაიამ უთხრა, რომ რუსთავის ერთ-ერთი საპყრობილედან მზადდებოდა გაქცევა, უნდა ეკონტროლებინათ მურად გორგაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც შესაძლოა, შეიარაღებულები ყოფილიყვნენ. როგორც დგებუაძემ განაცხადა, იმისთვის რომ ეს პირები თვალთახედვიდან არ დაეკარგათ მან სამმართველოს თანამშრომლებზე შესაბამისი დავალებები გასცა. რაც შეეხება 2006 წლის 12 იანვრის ღამეს, დღებუაძის თქმით, ის ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა 21:00 საათისთვის და იმ პირების ვიზუალური კონტროლი უნდა მოეხდინა, რომლებსაც კუდ-ის თანამშრომელი ავტომანქანიდან ჩამოსვამდა. ბრალდებულის მტკიცებით, ახალაიას ნათქვამი ქონდა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე იდგა სპეცრაზმი. "სუმბაძემ ჩამოსვა ეს სამი პიროვნება ავტომანქანიდან და დაემშვიდობა, მე ამ დროს ვახორციელებ მათ ვიზუალურ კონტროლს, ვდგავარ ტრასაზე, თითქოს ტაქს ველოდები. ერთ-ერთმა დაიწყო ტელეფონზე საუბარი და ამ საუბარში დაიძრნენ სამივენი ავტოსადგურის ტერიტორიის მიმართულებით, მეც გავყევი მათ. ისინი ავტოსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. იქვე გავჩერდი რამდენიმე წუთით და გასროლის ხმა გავიგე. როცა გავიგე ეს ხმა, დავწექი და ხეს მოვაფარე თავი, ისე აღვიქვი, თითქოს სროლის ხმები სხვადასხვა ადგილიდან ისმოდა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 20-30 წამი. დავინახე დათა ახალაიას მანქანა შევიდა ავტოსადგურის შენობასთან", - განაცხადა ბრალდებულმა. მისივე ჩვენების მიხედვით, როდესაც ის ტერიტორიაზე შევიდა, ადგილზე მყოფებმა უთხრეს, რომ იყო სამი გარდაცვლილი. როგორც დგებუაძე ყვება დათა ახალაიას შეატყო, რომ იყო აფორიაქებული და განერვიულებული. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, ახალაია ესეთ შედეგს არ ელოდა. დგებუაძესთან ერთად სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულია დათა ახალაია.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)