|
2015-03-23 13:55:32, 563 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. კერძოდ, გვენეტაძის თქმით, ხარვეზია განხილვის ვადების დიდი რაოდენობა, გაჭიანურებული სასამართლო განსახილველი ვადები, ასევე პრობლემებია სპაციალიზაციასთან დაკავშირებით და ა.შ. გვენეტაძის შეფასებით, სასამართლომ ღია კარის პოლიტიკით უნდა იმუშაოს. „ხარვეზები არის განსახილველ საქმეთა დიდი რაოდენობა, გაჭიანურებული სასამართლოს განხილვის ვადები, გარკვეული პრობლემებია სპეციალიზაციასთან დაკავშირებით და სხვა უამრავი პრობლემა. განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში, ეს არის დისციპლინური სამართლწარმოების გააქტიურებზე სამომავლო ზრუნვა ყველა იმ განცხადებაზე და საჩივარზე დროული და დასაბუთებული პასუხი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ. მიმაჩნია, რომ დღეიდან ყოველ შემთხვევაში, სასამართლომ ღია კარის პოლიტიკით უნდა იმუშაოს ანუ მედიისთვის ჩვენი კარი ყოველთვის იქნება ღია, ბუნებრივია გონიერების ფარგლებში მოგემსახურებით მეც და მოგემსახურებათ სასამართლოს მთელი შემადგენლობა იმიტომ, რომ თქვენ ხართ საზოგადოებასა და სასამართლოს შორის შუამავალი, თქვენი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ჩვენი საქმიანობის მიმართ იქნება საწინდარი მოსახლეობის ნდობის ასამაღლებლად“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)