|
2015-03-23 13:23:37, 596 ნახვა
პოლიტიკა
კუბლაშვილი: წარმატება იქნება თუ დარჩენილი ხარვეზები აღმოიფხვრება, მიღწევები კი უფრო გაძლიერდება
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისთვის კოტე კუბლაშვილისთვის უცნობია თუ რა საკადრო ცვლილებებზე საუბრობს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მისივე შეფასებით, სტაბილურობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეუცვლელები არიან. „ვერ გეტყვით რა საკადრო ცვლილბებზეა საუბარი , უბრალოდ ვიცი, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ჩემი აზრით სტაბილურობა იმას ნიშნავს, რომ მოსამრთლეები შეუცვლელები არიან, ეს კონსტიტუციური პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს. წარმატება იქნება ყველა შემთხვევაში თუ კი დარჩენილი ხარვეზი აღმოიფხვრება და ის მიღწევები რაც გვაქვს უფრი გაძლიერდება და განვითრდება. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა, მაგრამ რთულად შესასრულებელია, მაგრამ ის რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ გვჭირდება სასამართლო ეს ორჯერ ორია. ყველას ვუსურვებ წარმატებას ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი შემცვლელი ყველასთან იგივე სურვილი მექნებოდა“,-განაცხადა კუბლაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)