|
2015-03-23 12:15:03, 594 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარუდგინა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესზე და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ უკვე ოფიციალურად განწესებული სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და ვუთხრა მადლობა ყველა იმ პირს, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობდა. ეს პროცესი თავიდანვე საზოგადოების ხელში გადავიტანეთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ეს იყო გაკეთებული მიზანმიმართულად იმისთვის, რომ აგვემაღლებინა სასამართლოს ავტორიტეტი, განგვემტკიცებინა ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც ემსახურებით თქვენ და, რომელსაც ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველა დიდ პატივს უნდა ვცემდეთ. ამ მართლა ღია პროცესის შედეგად ჩვენ დღეს გვყავს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, რომელსაც თქვენ ჩემზე დიდი ხანია იცნობთ. მე მას მომავლის დიდი იმედით წარგიდგენთ ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)