|
2016-11-25 14:36:34, 1168 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: ვიმედოვნებ, რომ შეხვედრები გაგრძელდება და საბოლოოდ დადგინდება ჩვენი საზღვრები
შს მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით დემილიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიაა შექმნილი, - ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სხდომაზე საზღვრებთან დაკავშირებით, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მღებრიშვილის თქმით, კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტრო თავმჯდომარეობს და მასში რამდენიმე უწყებაა გაერთიანებული. "ამ კომისიაში შედიან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ წარმოდგენილი ვართ, როგორც საზღვრის პოლიციითა და საპატრულო პოლიციით, ასევე კომისიაში შედის ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, შერიგების სამინისტრო და ბევრი სხვა უწყება. ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. რაც შეეხება თვითონ დადგენილ საზღვრებს, სომხეთის საზღვარზე 71%-ი უკვე შეთანხმებული და დადგენილია, რაც 160 კილომეტრს გულისმხობს. ამასთან, დაახლოებით 66 კილომეტრი არის კიდევ გასარკვევვი. აზერბაიჯანის საზღვარზე 66%-ი არის დადგენილი, ეს არის 303 კილომეტრი და დარჩენილია 155 კილომეტრის დადგენა. რაც შეეხება რუსეთთან საზღვარს აქ 87%-ი არის დადგენილი, დანარჩენზე მუშოაბა ვერ მიმდინარეობს გარკვეული მიზეზების გამო. 2008 წლის შემდგომ ამ ფორმატში შეხვედრები შევწყვიტეთ", - განაცხადა მრებრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრები კომისიების გარდა, ექსპერტების დონეზეც მიმდინარეობდა. "ვიმედოვნებ, რომ რაღაც ფორმით ეს გაგრძელდება და საბოლოოდ დადგინდება ჩვენი საზღვრები", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრობის კანდიდატის თქმით, რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ პატრულირებას, დეტალებზე სხვა ფორმატში ისაუბრებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)