|
2015-03-21 23:58:17, 1146 ნახვა
პოლიტიკა
კვლევის თანახმად "ნაციონალური მოძრაობის" აქციაში დაახლოებით 38 500 ადამიანი მონაწილეობდა
google -map-ის მონაცემებით ასევე "ექსპრესნიუსის" მიერ წარმოებული დაკვირვებით და გაანგარიშებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ დღევანდელ აქციაში დაახლოებით 38 500 ადამიანი მონაწილეობდა. თავისუფლების მოედნის საერთო ფართობი პუშკინის სკვერის ჩათვლით 15 545.11 მ²-ია, ხოლო სკვერის გარეშე - 9 365.63 მ². ანალოგიური მონაცემებია, ოფიციალურ ცნობებშიც. „Google.map -ის სპეციალური პროგრამის მეშვეობით გაიზომა მოედნის სიგრძე და სიგანე. მიღებულ ფართობს გამოაკლდა წმინდა გიორგის მონუმენტის მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობი. მოედნის იმ ნაწილმა, სადაც მომიტინგეებს დგომა შეეძლოთ, პუშკინის სკვერის ჩათვლით. სტანდარტის მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 4 ადამიანს ითვლიან. აქვე აღსანიშნავია, რომ თავისუფლების მოედანზე მარცხენა ფლანგზე ხალხის რაოდენობა უფრო მცირე იყო ვიდრე მარჯვენა (სასტუმრო ქორთიად მარიოტის) მხარეზე. ამასთან აქციის ბოლო სრულდებოდა რუსთაველის გამზირზე ძველი უნივერმაღი "თბილისის" შენობასთან (არ მისული მეტრო თავისუფლებასთან) თავისუფლების მოედნიდან მეტრო “თავისუფლების მოედნამდე” მონაცემები დათვლილია სკვერის გარეშე - 9 365.63 მ² დაანგარიშებული 4 კაცი ვინაიდან მოედანის მარცხენა მხარეს ხალხის სიმცირე იყო ამიტომ იგი შევავსეთ სკვერში მდგომი ხალხით, რაც საშუალებას მოგვცემდა კვადრატულზე 4 კაცი გვეანგარიშებია, ვინაიდან თუკი გაფანტულად თუ დგას ხალხი კვ. მეტრზე 4 ადამიანს ვერ დაითვლი. ამ ობიექტური სურათიდან გამომდინარე სკვერში და მის პერიმეტრზე მდგარი ხალხი, მივამატეთ მარცხენა მხარეს და შევავსეთ ეს ნაწილი რადგან თავისუფლების მოედანზე სიმჭიდროვე შექმნილიყო. ექსპრესნიუსმა აიღო, მხოლოდ მოედანის მონაცემი სკვერის გარეშე - 9 365.63 მ². კვადრატულზე 4 ადამიანი, საერთო ჯამში გამოვიდა 37 460 მონაწილე. შესაბამისად, "ექსპრესნიუსის" გათვლებით, თავისუფლების მოედანზე დღის გამართულ აქციაზე თავისუფლების მოედანზე როგორც მარჯვენა მხარეზე ასევე მარცხნივ და პუშკინის სკვერში და უნივერმაღ "თბილისამდე" სულ 37 460 ადამიანი იდგა. ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დღეს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყო, მოგვიანებით კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა, მთავრობის გადადგომა იყო.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)