|
2015-03-21 18:51:34, 669 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაოობის“ აქცია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმართებოდა, დასრულდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, თბილისში და რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებს პერმანენტულ აქციებს და თვითმართველი ქალაქების მერებსა და გამგებლებს, კორუფციასა და თაღლითობაში ამხელს. აქციის მონაწილეებმა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ წითელი ბარათები დაყარეს. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დღეს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყო, მოგვიანებით კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა, მთავრობის გადადგომა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)