|
2016-11-24 11:33:42, 2348 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი Lifestyle
კოჟორიძე: მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს თუ საქართველომ უნდა არჩინოს მრეწველები
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს თუ საქართველომ უნდა არჩინოს მრეწველები? ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა რომ მრავალმხრივ დასახვეწია, ეგ ფაქტია, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. კახა კოჟორიძე პარტია „მრეწველების“ დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სრულყოფილი კანონდებლობის დაწერა შეუძლებელია. „ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ: ვერასოდეს ვერ დავწერთ ისეთ კანონებს, რომელსაც გარკვეული არაკეთილსინდისიერი თუ უსამართლო გზებით პოლიტიკოსები (ან სხვები) გვერდს ვერ აუვლიან. ასეთი სრულყოფილი კანონმდებლობა მსოფლიოში არ არსებოს და არც არასოდეს იარსებებს. მაგრამ ჩვენ რომ გვინდა გავხდეთ ისეთ ქვეყნებში რაც არსებობს, არის შემდეგი: 1) პოლიტიკური კულტურა და მორალი, რომელიც პოლიტიკოსს უზღუდავს არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შესაძლებლობას და 2) სამართლიანი სასამართლო. ოხ, ოხ, კარგი მოსამართლე რა გადაწყვეტილებას დაწერდა ამ ხელოვნური ფრაქციის საქმეზე. პროფესიული თვალსაზრისით გემრიელი ლუკმაა, მაგრამ ჩვენს დამატებით (უფრო სწორად, მთავარ!) პრობლემად კვლავ რჩება ის გარემოება, რომ ასეთი მოსამართლეები უმცირესობაში არიან. სამართლის ნორმის განმარტება არ არის მხოლოდ კანონის გრამატიკული ტექსტის წაკითხვა. მხოლოდ გრამატიკულად კანონს კითხულობდნენ ევროპელი ლეგისტები 800 წლის წინ, რომაული სამართლის აღდგენის დროს. მას შემდეგ განვითარდა ევროპული სამართალი. რადგან ჩვენ ქართველები და მაშასადამე ევროპელები ვართ, იქნებ ჩვენი სამართალიც განვავითაროთ. კანონის სწორი განმარტების უამრავი თეორიულ-ფილოსოფიური ხერხებისა და მეთოდების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თან საჭიროც არ არის. მოცემულ შემთხვევაში სამართლის პრინციპი ისედაც მარტივია და ნათელია: პრივილეგიებით ისარგებლოს იმ პარტიამ, ვისაც ხალხის მეტი მხარდაჭერა აქვს. არ არის მარტივი? არ არის სამართლიანი? შევეკითხეთ ნებისმიერ გამვლელს და, თუ სამართალს არ განვავითარებთ, გამვლელებს მაინც დავუჯეროთ. ამ კითხვებზე სწორი და სამართლებრივად დასაბუთებული პასუხის გაცემა ჩვენი ხარვეზიანი კანონმდებლობიდანაც შეიძლებოდა, მაგრამ როგორ მოვიქეცით: ხარვეზიანი კანონმდებლობის უხარვეზო პრინციპი გვერდზე მივაგდეთ და რაც ხარვეზიანი წინადადება ვიპოვეთ ზუსტად ის წესად ვაქციეთ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ისევ მანკიერ წრეზე წაგვიყვანს და პოლიტიკურ მორალთან, სამართლიან სასამართლოსთან და კიდევ სხვა მსგავს რაღაცეებთან მიგვიყვანს. ხოდა, სანამ პოლიტიკური კულტურა თუ მორალი ამაღლდება, სანამ ღირსეული მოსამართლეები უმრავლესობაში მოვლენ და სანამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, მანამ საქართველომ უნდა არჩინოს მრეწველები. ასეთია რეალობა სიღარიბე და უმუშევრობა პრობლემების რეიტინგის მუდმივი ლიდერი რომ არის, აი იმ ქვეყნაში”, - წერს კახა კოჟორიძე.
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)