|
2016-11-24 10:56:30, 1748 ნახვა
ეკონომიკა
„ტერაბანკის“ კაპიტალი 10 მილიონი ლარით გაიზარდა
ტერაბანკის აქციონერთა რიგგარეშე კრების გადაწყვეტილებით, ბანკის სააქციო კაპიტალი 10 372 000 ლარით გაიზარდა. აქციონერთა გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ისინი საქართველოში ბიზნესსაქმიანობას გრძელვადიანი პერსპექტივით განიხილავენ და დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანასთან ბიზნესურთიერთობის გაღრმავებით. „მივესალმებით აქციონერთა გადაწყვეტილებას, ვინაიდან, მათი ნდობა ჩვენი საქმიანობის მიმართ ძალიან დასაფასებელია. კაპიტალის მოცულობის ზრდა, ბუნებრივია, სასიკეთოდ აისახება ტერაბანკის მომხმარებლებზე. გაზრდილი კაპიტალი საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ დაკრედიტება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რაც ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.“ - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი - თეა ლორთქიფანიძე. 22 ნოემბრის ხელმოწერით აქციონერებმა ტერაბნკის საერთო ინვესტიციის მოცულობის ზრდა დაადასტურეს და ამ დროისთვის ბანკის განაღდებული კაპიტალი 121 372 000 ლარს შეადგენს. ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. იგი შედის მძლავრ არაბულ საინვესტიციო კომპანია „დაბი ჯგუფში“, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მრავალპროფილურ ბიზნესს ფლობს: ტურიზმის ინდუსტრია, უძრავი ქონება, დეველოპმენტი, წარმოება, საბანკო და ფინანსური მომსახურება, საზღვაო ჭაბურღილები და ა.შ. „დაბი ჯგუფი“ ორიენტირებულია, მძლავრი ფინანსური რესურსითა და მართვის გამოცდილებით გააფართოოს ინვესტიციები ფინანსურ საქმიანობაში, მათ შორის - საქართველოში.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)