|
2016-11-23 14:09:51, 2026 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბოლქვაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1963 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1976 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ო.ა.-მ ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა. "ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 376-ე მუხლით)", - აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ, თბილისში, დოლიძის ქუჩის მახლობლად გუშინ ცხედარი იპოვეს, რომელიც ჩანთაში იყო ჩადებული.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)