|
2015-03-21 17:38:08, 597 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: დღეს მთავრობას ჩვენი ეშინია
„დღეს მთავრობას ჩვენი ეშინია და ამას მოწმობს ის სპეცრაზმი და პოლიცია, რაც მათ აქ ჰყავთ გამოყვანილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. ბაქრაძის თქმით, მათი მთავრობაში ყოფნის პერიოდში შექმნილ პოლიციას დღევანდელი მთავრობა აკნინებს. „ჩვენ არ გვეშინია მთავრობის, მთავრობას ეშინია ჩვენი და ეს ჩანს იმაში, თუ რა რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმია გამოსული. მინდა მივესალმო ჩვენს პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით. პოლიციის ინსტიტუტს, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და ძლიერ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით, მთავრობა აკნინებს ეკა ყურშიტაშვილებით. დღეს ამ მთავრობის დრო აღარ არის, ეს მთავრობა უნდა გადადგეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმიდნარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)