|
2015-03-21 17:01:06, 684 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დაიწყო - პირდაპირი ეთერი
თავისუფლების მოედანზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა კობა სუბელიანმა განუცხადა, მთავრობა არის უნიათო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ეკონომიკური სტაგნაციისთვის. ამიტომ, სუბელიანის თქმით, უნიათო მთავრობა უნდა გადადგეს. ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ნიკა მელიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ხელისუფლებას წითელი აენთო, მათ წინააღმდეგ წამზომი ჩართულია. აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ვარდების მოედნიდან და ე.წ. კოლმეურნეობის მოედნიდან რეგიონებიდან ჩამოსული აქციის მონაწილეები თავისფულების მოედანზე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. მათ ნატო-ს, ევროკავშირის, უკრაინის და საქართველოს დროშები, ასევე ტრასპარანტები აქვთ გამოტანილი წარწერით - „გადადგეს უნიათო მთავრობა“. ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები სიტყვით გამოდიან. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციის გამო, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩები და რუსთაველი გამზირი გადაკეტილია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)