|
2016-11-22 13:30:22, 2214 ნახვა
მსოფლიო
საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართვს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქალაქ ტოკიოში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი (+81 70) 31805601. „იაპონიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. ტოკიოში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+81 70) 31805601. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50. მოვუწოდებთ იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას. იაპონიაში მიწისძვრა 22 ნოემბერს 05:59 საათზე დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი ფუკუშიმას პრეფექტურა იყო და მისმა სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა“,-აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)