|
2016-11-22 12:03:49, 1524 ნახვა
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის უფროსი, შს მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობიდან გადადგა
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა,მშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც პოლიციის გენერალ-მაიორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, შს მინისტრს შესაბამისი განცხადებით 18 ნოემბერს მიმართა. „2011 წლის 7 ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებისა და საზოგადოებისთვის პოლიტიკური გეგმების გაცნობისთანავე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვდგავარ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში. 2012 წლის არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ გამარჯვებისა და ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების შემდეგ, სამსახურს შევუდექი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ხოლო 2013 წლის 22 ნოემბრიდან ვიმსახურე შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსად. დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში არ დამიზოგავს ძალ-ღონე და ენერგია სასაზღვრო უწყებაში მესაზღვრეთა სოციალური პირობებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერაციის მისაღებად საჭირო ვალდებულებათა შესრულებაში. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართე პატაკით პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მადლობას ვუხდი იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ამ პერიოდში მომიწია სამსახური საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეცვალა ქართული პოლიტიკა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აღადგინა ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის ხიდი. მე ვრჩები მის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე ორიენტირებული გუნდის წევრად და მზად ვარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი მომავალშიც ვემსახურო ჩემს სამშობლოს“,- წერს გამეზარდაშვილი.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)