|
2016-11-22 11:41:34, 2334 ნახვა
მსოფლიო
კიევში აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა
ევრომაიდნის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ვითარება იმ დროს დაიძაბა, როცა აქტივისტებმა კიევის ცენტრში მანქანის საბურავები დაწვეს და სამოქალაქო საზოგადოება უკრაინული არჩევანის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, მაიდანზე იმყოფებოდა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი. მან ევრომაიდნის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. შეგახსენებთ, 2014 წელს უკრაინის ეროვნულმა ძალებმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შეჩერდა. აქციების დროს, 80 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტი იანუკოვიჩი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები ქვეყნიდან გაიქცნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)