|
2016-11-19 16:03:42, 1874 ნახვა
ეკონომიკა
ოზურგეთში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შპს „ასლანგელ ალიანსის“ ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საწარმო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოების მშენებლობა დაიწყო 2016 წლის 3 ივნისს და 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საწარმო აღჭურვილია გერმანული წარმოების, ამ დარგის ყველაზე თანამედროვე დანადგარებით. ამ ეტაპზე განხორციელდა 30 მლნ. ლარის ინვესტიცია. მშენებლობის პროცეში დასაქმდა 200 მდე ადამიანი. წარმოების პროცესში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 130 ადამიანი. სამომავლოდ იგეგმება ინვესტიციის გამხორციელება დამატებით 50 მლნ. აშშ დოლარამდე, ხოლო დასაქმებული მუშახელის რაოდენობა 300 მდე გაიზრდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ახალი საწარმოს ინვესტორს გოჩა ჩხაიძეს გაწეული საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ „ასკანგელ ალიანსი“ ბენტონიტური თიხების წარმოება-გადამუშავებაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის 95 პროცენტი საექსპორტოა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ბენტონიტური თიხების საბადოებს გურიაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, რის გამოც არ იყო გამოყენებული აღნიშნული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი. „ეს არის ყველაზე ხარისხიანი თიხები და გამოიყენება 1000-ზე მეტ პროდუქციაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. კერძოდ, ბენტონიტური თიხებიდან წარმოებული პროდუქცია გამოიყენება ლითონჩამომსხმელი წარმოებაში საყალიბედ, ნავთობმოპოვებაში, ღვინის წარმოებაში ფილტრაციისთვის, საღებავების წარმოებაში, ჰიდროენერგეტიკაში, კერამიკულ წარმოებაში, სამშენებლო ინუსტრიაში, ქაღალდის მრეწველობაში, ფარმაცევტიკაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში და სხვ. გურიის მხარეში ვიზიტისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ჩოხატაურში ხელოვნების სასახლის გახსნაში. მისი მშენებლობა 2015 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით6 განხორციელდა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)