|
2016-11-18 14:07:19, 1324 ნახვა
კომენტარი
მარიამ ჯაში: ჩვენთვის მთავარი შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკური აქცენტების გაკეთება იქნება
„ჩვენთვის მთავარი ფოკუსი შედეგებზე ორიენტირებული, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკური აქცენტების შემუშავება იქნება“,-ამის შესახებ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების შემდეგ განაცხადა. როგორც ჯაშმა აღნიშნა, მისთვის გაეროსა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრად საკანონდებლო ორგანოს შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების გამოყენება იქნება. „ახალი სახეების წარმოჩენა ერთგვარი ახალი თაობის პოლიტიკოსების გააქტიურება და მათი უშუალოდ პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებასა და ზედამხედველობაზე მონიტორინგის გაუმჯობესების გზა იქნება. ახალ სახეებს ძლიერი აკადემიური მომზადება და საფუძველი აქვთ, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში. ჩვენთვის მთავარი ფოკუსი შედეგებზე ორიენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება იქნება“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)