|
2015-03-21 10:07:10, 540 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დღეს, მე და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვართ თქვენთან, ეს ჩვენი ერთობის დემონსტრირებაა
„დღეს, მე და გიორგი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვართ თქვენთან ერთად, ეს არის ჩვენი ერთობის დემონსტრირება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს უკეთესი საქართველოს მომავლისთვის. "დღეს, რომ მე და გიორგი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვართ ამ დღს თქვენთან ერთად ეს არის ჩვენი ერთობის დემონსტრირება. ეს არის თქვენდამი სიყვარულის დემონსტრირება. ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები. ამიტომ მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გაზაფხულის დღეს გილოცავთ , სიყვარულის დღეს გილოცავთ. დღს ჩვენ ვზეიმობთ თქვენთან ერთად ჩემო ძვირფასებო. ეს არის ძალიან მდიდარი რეგიონი. მე ვაფასებ თქვენ შრომისმოყვარეობას. თქვენ ხართ ჩვენი გამორჩეული მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის და ჩვენ, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ვიქნებით თქვენს გვერდით ყოველთვის. გვინდა, რომ ყოველთვის თქვენთან ერთად გავიზიაროთ თქვენი სიხარული, გასაჭირი. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ერთად ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. დღეს ჩვენ ჩამოვედით ერთად იმისთვის, რომ უკეთესი მომავლის რწმენა ჩაგისახოთ, გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი საქართველოსთვის", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)