|
2015-03-21 10:15:33, 532 ნახვა
პოლიტიკა
ნორლანდი: მნიშვნელოვანია, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული ჰქონდეთ
„მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული ჰქონდეთ“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობა ვალდებულია კანონის შესაბამისად უსაფრთხოების ზომები დაიცვას. „საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატები მიმდინარეობს და ეს უფრო ინტენსიური ხდება 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს გამოხატვის თვისუფლება ჰქონდეთ და მათ მოქალაქეებისათვის საკუთარი პოზიცია ხელმისაწვდომი გახადონ. მთავრობას, კი ბუნებრივია ევალება უსაფრთხოების ზომები დაიცვას“, – აღნიშნა ნორლანდმა. ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია აქციაზე პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდეს „აუცილებელია საზოგადოების ნაწილს ამ პროცესის თავის სასიკეთოდ გამოყენების საშუალება არ მიეცეს“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)