|
2015-03-21 09:26:16, 645 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართება
თავისუფლების მოედანზე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო გაიმართება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აქციის დაწყებამდე ორი დიდი შეკრება იქნება - ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. ჯაფარიძის ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება და სწორედ იქ შედგება აქციის ძირითადი ნაწილი, ე.წ. მიტინგი. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის რომ არის შეურაწყოფილი ამ ხელისუფლების უტიფარი განცხადებებით, ვინც თვლის რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და უნდა გადადგეს, მოვიდეს 21 მარტს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და ერთად მოვითხოვოთ რომ გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)