04:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 18:48:47, 1941 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინესი ხელმძღვანელობს.  

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების პასუხისმგებელი პირები. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ფისკალურ მდგომარეობაზე, ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და მთავრობის ხედვაზე საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებლის შესახებ. ასევე ყურადღება გაამხვილდა საბიუჯეტო პოლიტიკაზე საშუალოვადიან პერიოდშიც. 

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაასრულებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების და საშუალოვადიანი ფისკალური გეგმების შედგენის პროცესში გაითვალისწინებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს.  

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო სტრუქტურული რეფორმები, რომლლის გატარებასაც გეგმავს მთავრობა ახორციელებს ახლო პერიოდში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics