|
2015-03-20 19:36:56, 531 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - გოჩა რატიანი, ლევან ღირსიაშვილი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ურთიერთობაზე. მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მათ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე და აღნიშნულ პროცესში აშშ-ის ჩართულობაზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის უწყების პრიორიტეტების განხილვისას აშშ-ს ელჩმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)