00:52 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 19:37:33, 1825 ნახვა

ეკონომიკა
ციხელაშვილი: რუსი ბიზნესმენების ვიზიტი საქართველოში, შეიძლება მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განვიხილოთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება განიხილებოდეს ეკონომიკურ ჭრილში და მას სხვა პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ციხელაშვილის თქმით, ნებისმიერი განვითარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე არ მოხდება.

"საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს გარკვეული ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, ამ ურთიერთობებში გარკვეული ნაბიჯები იდგმება, ეს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატში. ეს დიალოგი გამიჯნულია იმ საკითხებისგან, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაკაშვირებს, კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. ამიტომ ბიზნესმენების ვიზიტი შეიძლება განვიხლიოთ ეკონომიკურ ჭრილში, ეს ურთიერთობები ადრეც არსეობდა, ცხადია ახლაც არსებობს, გარკვეული ნაბიჯები იგმება ამ ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებშია, ამას სხვა პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ნებისმიერი განვითარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რომელიც ხდება აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ვერ და არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე", - აღნიშნა ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics