03:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 17:14:12, 1401 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ღრმავდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრ აშოკ გაჯაპათი რაჯუს შეხვედრაზე აღინიშნა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინდოეთის სამთავრობო დელეგაციის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების გამოხატულებად შეაფასა.

მხარეებმა  განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას.

საუბარი შეეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ დიდ პოტენციალს და აღინიშნა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

ხაზი გაესვა საქართველო-ინდოეთის  სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის როლს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.  

გიორგი კვირიკაშვილმა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა  პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მსხვილი ინდური კორპორაციების საქმიანობა, მათ შორის, „ტატა ჯგუფის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციები.

საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტს–„გადაიღე საქართველოში“, რომლითაც ინდოელი პროდიუსერები არიან დაინტერესებულნი.  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics