|
2015-03-20 16:20:35, 570 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: რას გიშავებთ ეს მთავრობა, რატომ უნდა გადადგეს?
„რას გიშავებთ ეს მთავრობა, რატომ უნდა გადადგეს?“, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს. "რას გიშავებთ ეს მთავრობა, რატომ უნდა გადადგეს? „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ მოძალადე ხელისუფლებას ნებისმიერი მეთოდით დაბრუნების სურვილი აქვს და ამისთვის ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, რომ ხელისუფლება არის უუნარო და უმოქმედო. უუნარობაში ალბათ ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მათ უამრავი სისხლი დაღვარეს იმ ადგილზე, სადაც ისინი გროვდებიან. შეგახსენებთ ციხეების წამებას, თუნდაც გარეთ. წინა და ახლანდელი ხელისუფლება იმით განსხვავდება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს საშუალება, სიცრუის გამავრცელებელ პირებსაც კი სიტყვის თავისუფლება მისცეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)