12:21 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 12:13:57, 1789 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პირობას გაძლევთ, ამ გამარჯვებით ყველა ამერიკული ოცნება ახდება

აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს საარჩევნო შტაბიდან სიტყვით მიმართა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო მძიმე საარჩევნო კამპანია, თუმცა მათ გამარჯვება მაინც შეძლეს.

"ამ გამარჯვებით ახდება ყველა ამერიკული ოცნება, ამის პირობას მე გაძლევთ. ეს იყო საკმაოდ მძიმე და რთული საარჩევნო კამპანია, თუმცა ჩვენ ეს მაინც შევძელით. მადლობას ვუხდი ყველა ჩემ მხარდამჭერს. მინდა, რომ რამდნეიმე წელიწადში თითოეულმა თქვენგანმა თქვას, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, მინდა, რომ თქვენი პრეზიდენტით იამაყოთ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემ შვილებს და ჩემს მშვენიერ მეუღლეს, რომლებიც მტელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგნენ", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ამასთან, პრეზიდენტობის "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონომა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

"ახლა დამირეკა ჰილარი კლინტონმა, მან მოგვილოცა გამარჯვება, ახლა დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთად უნდა გაერთიანდეს. მოვიდა დრო, მე ვფიქცავ, რო,მ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მივმართავ მათ, ვინც არ მიჭერდა მხარს, უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ არ გვქონდა კამპანია, არამედ მოძრაობა. ქალები და კაცები, რომლებსაც უყვართ ჩვენი ქვეყანა. ეს მოძრაობა აერთიანებს ყველა რელიგიისა და წარმომავლობის ადამიანებს. კიდე ჩაგიგდებ ყველა ამერიკელ ექნება შანსი, თავისი პოტენციალი განავითაროს. მილიონობით ადამიანს ექნება სამუშაო ადგილი", - აცხადებს ტრამპი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics