05:05 - 09 May, 2026
|
2016-11-08 23:36:36, 2305 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აშშ-ის "რესპუბლიკელი" პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ტრამპის თანამებრძოლთა მტკიცებით, ნევადას შტატის ერთ-ერთ ოლქში საარჩევნო უბანი ორი საათით ადრე დაიხურა. როგორც სააგენტო Reuters-ს იუწყება, სარჩელში ნათქვამია, რომ კლარკის ოლქის საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, ხმის მიცემის პროცედურის გაყალბების მიზნით, „დემოკრატიული პარტიის აქტივისტებთან ჰქონდათ კოორდინაცია“. თუმცა, ოლქის წარმომადგენელმა საარჩევნო უბნის წინასწარ დახურვის ფაქტი უარყო. ცნობისთვის, აშშ-ში გამართულ ბოლო ორ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნევადას შტატის მოსახლეობამ დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტ ბარაქ ობამას მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)