|
2016-11-08 18:20:19, 2738 ნახვა
კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი: ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა უნდა შეეგუოს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსია და დამარცხებასაც და წარმატებასაც უკრაინაში მიაღწევს და არა - საქართველოში, - ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს. მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდნეტის მიერ მისი შედარება ხატია დეკანოიძესთან და უკრაინაში მყოფ სხვა ქართველებთან უხერხულია. „უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს კარგად მოეხსენება, რომ მე არ მიმიღია უშუალო მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში და სურვილის მიუხედავად ამის გაკეთება არც შემეძლო, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ. მასზე უკეთესად არავინ იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან არაკორექტულია. ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ავაკოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს ჰგავს. მე კი ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს. მე და პეტრო პოროშენკო პრაქტიკულად ერთ დროს ჩავედით უკრაინაში, მე საქართველოდან, ის - მოლდოვინდან. უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის მისი მადლობელი ვარ. ასე რომ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მე ჯერ კიდევ 6 თვის წინ მინდოდა წასვლა, მაგრამ მან გადამაფიქრებინა. მან დამიყოლია რეფორმების გაგრძელების დაპირებით, უბრალოდ ამჯერად მე უკვე აღარ მჯერა დაპირებების და საქართველოს არჩევნები არაფერ შუაშია“, - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკონ მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმ საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)