04:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 15:31:36, 1963 ნახვა

ეკონომიკა
მწვანე ქალაქში ლისზე შენი სახლი გელოდება

მწვანე ქალაქში ბინის შესაძენად მინიმალური დანაზოგიც საკმარისია.  თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით ლისზე ბინის ყიდვა მხოლოდ 10 %-იანი თანამონაწილეობით არის შესაძლებელი.

მწვანე ქალაქი ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია თბილისში, სადაც განაშენიანებული ტერიტორიის 80% მწვანე საფარს და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა,  დანარჩენი 20% კი - საცხოვრებელ სახლებს, რომელთა შორის არის დუპლექსი, თაუნჰაუსები და ვილები. თითქმის ყველა საცხოვრებელი ფართიდან თბილისის პანორამული ხედი იშლება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავნერგოთ ახალი, ჯანსაღი ცხოვრების სტილი საქართველოში. ჩვენ ვთავაზობთ არა მარტო კომფორტს, უმაღლეს ხარისხსა და სერვისს, არამედ სიმშვიდეს, სიმწვანეს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ოჯახებს, ვისთვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი პრიორიტეტულია, ჩვენთან საუკეთესო არჩევანის გაკეთება შეუძლიათ," - აცხადებს ნოდარ ადეიშვილი, „ლისი დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი.

აქ უკვე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, ორი აკადემია (გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკული აკადემია და ბრიტანულ-ქართული აკადემია); აქვეა ლისის ტბის რეკრეაციული ზონა,  გოგირდის აბანო, სავარჯიშო დარბაზი და აუზი. პროექტი 400 ჰა მიწის ფართობზე ხორციელდება, უკვე დასრულებულია პირველი უბანი და მიმდინარეობს მეორე უბნის მშენებლობა.

მწვანე ქალაქი ლისზე უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში არსებული ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Award-ის გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციაში.

 „მსესხებელი, ვინც ბინის ღირებულების პირველად შენატანს 10 %-ს გადაიხდის, დანარჩენს ჩვენგან მიიღებს იპოთეკური სესხის სახით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს ჩვენს იპოთეკურ ცენტრში, მასზე მორგებული პირობებით შეიძინოს ბინა და აიღოს იპოთეკური სესხი", - აცხადებს ნინო ყაჭეიშვილი, თიბისი ბანკის საცალო სესხების განყოფილების უფროსი.

თიბისი ბანკი მსესხებლის შემოსავლის შესწავლას გამარტივებული წესით მოახდენს.  სიახლეა არარეზიდენტი პირების შემთხვევაშიც, მათთვის სესხის ვადა 60 თვემდე გახანგრძლივდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics