|
2016-11-07 17:20:27, 940 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების და სამხედრო პოლიციის მიმართულებით ოპტიმიზაციას გეგმავს
„თავდაცვის სამინისტროს როგორც სამოქალაქო სეგმენტში, ისე შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გაუქმდება რამდენიმე დეპარტამენტი და ცენტრი, ხოლო მათი ფუნქციები რაციონალურად და ფუნქციურად გადანაწილდება“,-ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შეიარაღებული ძალების განვითარების ერთ-ერთ საკვანძო პრიორიტეტს ძლიერი, კარგად ორგანიზებული და აღჭურვილი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ჩამოყალიბება წარმოადგენს. „ამ თვალსაზრისით ჩვენი ამოცანააადამიანური რესურსის, შეიარაღების და აღჭურვილობის რაციონალური განაწილებით მაქსიმალურად ვუპასუხოთ იმ ოპერატიულ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია თავდაცვის გენერალური გეგმით. თავაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში ჩატარებული ანალიზის შედეგად, იგეგემება სტანდარტიზაციის გზით, არსებული 5 სამანევრო ბრიგადიდან 4 სამანევრო ბრიგადაზე გადასვლა. ერთი ბრიგადის გაუქმებით მივიღებთ 4 კარგად დაკომპლექტებულ და ამოცანაზე ორიენტირებულ სამანევრო ბრიგადას. ამგვარად, სამანევრო ბრიგადებს საკუთარი რესურსების ოპტიმალური გამოყენებით შეეძლებათ დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულება საბრძოლო მოქმედებების დროს. ძირითად პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მოდერნიზაცია და განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საფრანგეთთან ერთად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობის გაუმჯობესება. საჰაერო თავდაცვა როგორც პროექტი ასევე წარმოადგენს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელს. ამასთან, დაიწყება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების პერსპექტივის შესწავლა. პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება შეიარაღებულ ძალებში დღეს არსებული სისტემების აღდენა/მოდერნიზაცია და ჯარების ახალი საბრძოლო სისტემებით აღჭურვა“,-აღნიშნულია ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს თითოეული სტრუქტურული ქვედანაყოფის ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვა, ადმინისტრაციული ერთეულების რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია, ფუნქციური და რაოდენობრივი თვალსაზრისით. „მნიშვნელოვანი რეფორმა იგეგმება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტშუ. რეფორმის ფარგლებში განხორციელდება სამხედრო პოლიციის, როგორც სამართალდამცავი ორგანოს და გვარეობის ფუნქციების გამიჯვნა. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების რეორგანიზაციის პარალელუარდ განხორციელდება ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია. გაუქმდება არასაბრძოლო დატვირთვის ელემენტები და მოხდება თვისობრივად მსგავსი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების შერწყმა/გაერთიანება. ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საშტატო-წოდებრივი სისტემის მაქსიმალური ოპტიმიზაცია და გამართვა. რეფორმის ფარგლებში ოპრატიულ და ტაქტიკურ დონეებზე ცამოყალიბდება წოდებრივი და თანამდებობრივი კატეგორიების ურთიერთმისადაგების ახალი სისტემა. სისტემა მაქსიმალურად უზრუნველყოფს საშტატო-წოდებრივი კატეგორიის პირამიდული მოდელით განვითარებას და სტანდარტიზაციას, რაც ტავისთავად შემდგომში გამორიცხავს ახალი წოდებრივი კატეგორიების და საშტატო ერთეულების უსისტემო და სუბიექტურ ცვლილებებს. დღეს, შეიარაღებულ ძალებში, უფროსი ოფიცრის საშტატო ერთეულები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნობასთან მიმართებაში და რაციონალურ ნიშნულამდე დაყვანას საჭიროებს“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)