|
2015-03-20 10:00:06, 3230 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს არქივის მიერ გამოცემული 2015 წლის კალენდარი ქართველი გმირების შთამომავლებს გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა XX საუკუნის ქართველი გმირების შთამომავლებს უმასპინძლა. შსს-ს აკადემიის და არქივის ხელმძღვანელებმა არქივის მიერ გამოცემული, 2015 წლის კალენდარი გადასცეს, რომელიც ქართველი გმირების ისტორიებს ეძღვნება. ღონისძიებას გმირების შთამომავლები: ილამაზ მიწიშვილი, ლელა გოთუა, გურანდა ღვალაძე, გურანდა მუსხელიშვილი, რეპრესირებულთა შვილები, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 2015 წლის კალენდარი ეძღვნება XX საუკუნის ქართველ გმირებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მიერ იდევნებოდნენ და რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. კალენდარში წარმოდგენილია 12 ქართველი მამულიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები, მათი ცხოვრების საინტერესო დეტალები და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაგალითები. ესენი არიან: მწერალი ლევან გოთუა, ცისფერყანწელი ნიკოლო მიწიშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, გენერალი როსტომ მუსხელიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი ევგენი ღვალაძე, მომღერალი დავით (დათაშკა) კავსაძე, პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ფილოლოგი ქრისტინე შარაშიძე და სხვანი. ღონისძიებაზე სტუმრებს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი „ბრძანება №00486“, რომელიც 1937-1938 წლებში რეპრესირებულ ქალებს ეძღვნება, მათ შორის არიან: ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დედა - ნუცა ხუციშვილი, ქართული არისტოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბაბო დადიანი. ფილმში წარმოდგენილია კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის მოგონებები, ისტორიკოსების მიმოხილვა და თავად რეპრესირებული ქალების მოგონებები. „ბრძანება №00486“- ში ასევე ნაჩვენებია ის რთული გზა, რომელიც რეპრესირებულმა ქალებმა გადასახლებაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განვლეს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)