05:47 - 05 Nov, 2026
|
2015-03-19 21:30:07, 777 ნახვა
პოლიტიკა
შსს "ნაციონალური მოძრაობის" აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, თათბირს ესწრებოდნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები. საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შალვა ბარელაძეს და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შალვა ბედოიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქციის ჩატარების გეგმა გააცნეს. შეხვედრაზე განიხილეს აქციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის საკითხები, ასევე აქციის ჩატარების ადგილსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)