02:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 17:50:59, 1787 ნახვა

ეკონომიკა
პაშა ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პაშა ბანკის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით 1 ნოემბერს „ფაბრიკაში“ გაიმართა ღონისძიება "ახალგაზრდები ერთიანდებიან მშვიდობისთვის", რომელიც განხორციელდა პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და  განვითარებისთვის“  ფარგლებში.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო სტუდენტი-ჟურნალისტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები. მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია -  „ნობელის  პრემიის ლაურიატი – ბობ დილანი“.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.

2016 წლის 8 მარტს პაშა ბანკმა თავისი კლიენტების და პარტნიორების სახელით ქალთა საინფორმაციო ცენტრში გადარიცხა საქველმოქმედო თანხა, რომელიც სრულად მოხმარდა ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს, რომელთა შორის არის აღნიშნული პროექტიც.

„მე ვიტყოდი, რომ პაშა ბანკი გამოირჩევა სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობით. ჩვენ მიერ დღემდე არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა ამ კუთხით და ვფიქრობთ, რომ მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერით ჩვენი მცირედი წვლილი შეგვაქვს ქალების სწავლება-განვითარებაში და თანასწორი გარემოს ფორმირების პროცესში”, - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics