02:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 16:29:16, 1503 ნახვა

ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილმა საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია გახსნა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკი) და ევროპის კავშირის ინიციატივის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ორგანიზებით თბილისში  საერთაშორისო კონფერენცია კონკურენტული კონსალტინგის თემაზე გაიხსნა.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გახსნა. 

უწყების ინფორმაციით, ბოჭორიაშვილმა თავის მოხსენებაში  ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. 

ქეთევან ბოჭორიშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომლებიც ევრობანკის დაფინანსებით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. 

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ევრობანკის „კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის“ გუნდის დირექტორი შარლოტა რუ და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს 200-ზე მეტ პროფესიონალ კონსულტანტი მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის, აშშ-დან და დასავლეთ ევროპიდან. 

წლევანდელი კონფერენციის თემაა სწრაფი ტემპი, ინოვაცია და ინტერნაციონალიზაცია. 

კონფერენციაზე განიხილება საკითხები, რომლებიც განსაზღვრავს ამ სფეროში წინსვლას ტენდენციების, მზარდი კონკურენციის, ახალი მოდელებისა და საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის ფონზე.  

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics