01:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 13:06:05, 390 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: რბილი ავეჯიც იქნება შეძენილი, თუ ის აუცილებელია ფუნქციონირებისთვის

რბილი ავეჯიც იქნება შეძენილი, თუ ის აუცილებელია ფუნქციონირებისთვის,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის მიერ ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით,  მაღალი დონის სტუმრებს შესაბამისი დონის ავტომობილები, ავეჯი და გარემო უნდა დახვდეთ.

"რბილი ავეჯიც იქნება შეძენილი, თუ ის აუცილებელია ფუნქციონირებისთვის და მერწმუნეთ, სხვა ქვეყნის პრემიერი ან პრეზიდენტი რომ ჩამოდის, მას ელემენტარულად შესაბამისი პირობები უნდა დაახვედრო. მათ შორის მანქანა უნდა დახვდეს შესაბამისი დონის, ავეჯი და გარემო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს მაღალი დონის სტუმრები. ძალიან ბევრი რამ იზოგება, ეს ყველაფერი გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც ოფიციალურ პრეზენტაციას გავაკეთებთ",-განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics