|
2016-10-28 14:50:35, 1914 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი არ აპირებს, ვინმეს თავს დაესხას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სამხედრო საფრთხის შესახებ განცხადებებს მითიური და არარეალისტური უწოდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში საერთაშრისო სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი არ აპირებს, ვინმეს თავს დაესხას. "რა თქმა, უნდა ძალიან სასიამოვნოა და ზოგჯერ სასარგებლოა საკუთარი თავის ბარბაროსებისგან ცივილიზაციის დამცველად წარმოჩენა. თუმცა საქმე იმაშია, რომ რუსეთი არ აპირებს, ვინმეს თავს დაესხას", - განაცხადა პუტინმა. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს არ შეუძლია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. "ნუთუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამერიკული ხალხის არჩევანზე? ამერიკა ბანანის ქვეყანა ხომ არაა? ამერიკა დიდი სახელმწიფოა. თუ არასწორი ვარ, შემისწორეთ", - განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ში პოლიტიკური ელიტები ცდილობენ, მოქალაქეების ყურადღება ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებისგან სხვა საკითხზე გადაიტანონ და რუსეთის არამეგობრულ სახეს ქმნიან. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ სირიაში ვერ ხერხდება პოლიტიკური პროცესის დაწყება და სისხლისღვრის შეჩერება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)