|
2016-10-27 12:51:38, 1870 ნახვა
ეკონომიკა
Express Bank-ის Student Card-ი - სპეციალურად სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული ბარათი
Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, ახლა უკვე სტუდენტებს, სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ უნივერსალურ ბარათს Student Card -ს სთავაზობს. Student Card -ი ერთდროულად საბანკო, სამგზავრო და დაგროვების ბარათია, რომელიც ყველა მათგანს უფასოდ გადაეცემა. ისინი, ვინც ბარათს პირველად გააქტიურებენ, ასევე საჩუქრად მიიღებენ 500 Express ბონუსქულას. Student Card -ით თვეში მინიმუმ 600 ექსპრესს ქულის დაგროვების შემთხვევაში, ბანკი სტუდენტებს დამატებით 3000 ექსპრეს ბონუსქულას გადასცემს საჩუქრად. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აქედანვე დაიწყონ საბანკო ისტორიის შექმნა Express Bank-ში და ისარგებლონ მრავალი ბენეფიტით: • შეასრულონ ნებისმიერი საბანკო ოპერაცია; • Student Card -ით გადახდისას, დააგროვონ Express ბონუსქულები და შემდეგ ეს ქულები გადაცვალონ: უფასო მგზავრობაზე, მობილურის სასაუბრო დროზე, მობილურის ინტერნეტზე, სმს-ებზე და სხვა მომსახურებაზე; • ისარგებლონ შეღავათიანი სტუდენტური ტარიფით, მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზაზე; • ისარგებლონ Express განვადებით; • შეიძინონ სასურველი ნივთი ონლაინ; Student Card -ზე ნაღდი თანხის შეტანა ასევე მარტივად, Express Bank-ის გადახდის აპარატებით არის შესაძლებელი. სტუდენტები, ბარათის მხოლოდ ერთი შეხებით გადახდას, შეძლებენ ყველგან - უბნის მაღაზიაში, სუპერმარკეტში, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. ასევე, ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონით, TSKAPP აპლიკაციის მეშვეობით. სურვილისამებრ, შესაძლებლობა აქვთ ბანკომატის საშუალებით გაანაღდონ თანხა, ისარგებლონ ინტერნეტ-გადახდებით, შეავსონ მობილური ბალანსი საკომისიოს გადახდის გარეშე. სტუდენტები უფასოდ ისარგებლებენ დისტანციური საბანკო მომსახურებითაც, რომლის დახმარებითაც ბანკში მიუსვლელად შეძლებენ სასურველი საბანკო და არასაბანკო მომსახურების მიღებას: ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ტელეფონბანკის და SMS ბანკის საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentcard.ge (R)
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)