|
2016-10-26 21:07:29, 1091 ნახვა
სხვადასხვა
ირაკლი ბოლქვაძეს ორგანიზმში არავითარი აკრძალული ნივთიერება არ აღმოაჩნდა
მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე, რომელსაც "რიო 2016" ოლიმპიადაზე დოპინგის მიღება არ დაუდგინდა, მაგრამ შეჯიბრებიდან მაინც მოიხსნა, სიახლის შესახებ იტყობინება. როგორც მოცურავე აცხადებს, მიიღო პასუხი ამინომჟავების ( დანამატები, რომელსაც ის იღებდა) და თმის ღერის კვლევაზე. დოპინგ ტესტი გაკეთდა ამერიკაში, მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტო, wada-ს მიერ ლიცენზირებულ, ავტორიტეტულ ლაბორატორიაში. გაირკვა, რომ ბოლქვაძის ორგანიზმში არ აღმოჩნდა არანაირი აკრძალული ნივთიერების კვალი. ასევე სრულ ნორმაშია მის მიერ მოხმარებული დანამატები. "არ გეგონოთ, რომ ჩემი ბოლოდროინდელი დუმილი იყო შეგუება იმ უსამართლობასთან, რომელმაც ჩემი სპორტული წინსვლა მნიშვნელოვნად შეაფერხა. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, სიმართლის გარკვევა, დაკავშირებული იყო დროსთან და ფინანსურ შესაძლებლობებთან. საბედნიეროდ, ლოდინმა მოსალოდნელი შედეგი გამოიღო. მაქვს ძალიან კარგი სიახლე. მივიღეთ პასუხი ამინომჟავების ( დანამატები, რომელსაც ვიღებდი) და თმის ღერის კვლევაზე, რომელიც გაკეთდა ამერიკაში, მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტო, wada-ს მიერ ლიცენზირებულ, ავტორიტეტულ ლაბორატორიაში. გაირკვა, რომ ჩემს ორგანიზმში არ აღმოჩნდა არანაირი აკრძალული ნივთიერების კვალი. ასევე სრულ ნორმაშია ჩემს მიერ მოხმარებული დანამატები. მოგეხსენებათ, თმის ღერის ტესტი ყველაზე სრულყოფილ შედეგს იძლევა და ყველა საეჭვო კითხვაზე სცემს პასუხს. ვინაიდან ტესტმა ვერანაირი აკრძალული ნივთიერება ვერ აღმოაჩინა, ჩნდება კითხვები თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო აკრძალული ნივთიერების კვალი პირველ ტესტში(შეგახსენებთ, მეორე ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა). გაჩნდა ეჭვები, მეკუთვნის თუ არა მე პირველი ტესტის ბიოლოგიური მასალა. ამის საბოლოოდ დასადგენად, ვაგრძელებ მოკვლევას და დიდი იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება. ყველა ჩემს გულშემატკივარს გაძლევთ პირობას რომ გავაასმაგებ ვარჯიშს რათა მივაღწიო იმ შედეგს, რაც თავიდანვე მქონდა დასახული. მინდა ყველას, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა. თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. მე თქვენთან ერთად აუცილებლად შევძლებ გამარჯვებას." - აცხადებს ირაკლი ბოლქვაძე. შეგახსენებთ, ქართველი მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე რიო 2016-ს დოპინგ ტესტზე დაფიქსირებული შედეგების გამო ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოეთიშა. მაშინ ბოლქვაძემ ეს შედეგები გაასაჩივრა და განმეორებითი ტესტირება მოითხოვა. განმეორებითმა ტესტირებამ კი აჩვენა, რომ ბოლქვაძეს აკრძალურლი ნივთიერებები არ მიუღია.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)