|
2015-03-19 10:34:23, 536 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს
„გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“,-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული. ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ნატო რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. ინტეგრაციის შესახებ გაფორმებულ დოკუმენტს არ ცნობს. "ეს ე.წ. შეთანხმება არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, შეაფერხოს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფთხოების განმტკიცებასთან მიმართებით. ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ასევე რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)