|
2016-10-26 14:37:31, 1606 ნახვა
სამართალი
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილი გაამართლა ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მორიგი განაჩენი გადასინჯა და მსჯავრდებულ ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ" პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ბეჟან ბეჟუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბეჟან ბეჟუაშვილს ახლომეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა სამშენებლო კომპანია „მშენებელი XXI საუკუნის" დამფუძნებლებთან მ. ლ. - სთან და ნ. ბ. - სთან, რომელთა საქმიანობაც იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ამ მიზეზით, 2010 წლის 06 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულის სახით დააკავა სამშენებლო კომპანია ,,მშენებელი XXI საუკუნის" დირექტორი და დამფუძნებელი, რომელთაც ედავებოდნენ მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას. გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკავებული მშენებლები აიძულეს უკანონოდ დაეთმოთ წყნეთის გზატკეცილზე მდებარე მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი ხნით მოუწევდათ ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ისინი იძულებული გახდნენ ორი საცხოვრებელი ბინა გადაეფორმებინათ სახელმწიფოსთვის. პროკურატურის მხრიდან მშენებლების დაკავებას და ბინების ჩამორთმევას წინ უძღოდა მათი ახლობლის და მათთან დაკავშირებული პირის ბეჟან ბეჟუაშვილის თაღლითობის ბრალდებით დაკავება, რომელიც საჯაროდ გამოხატავდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. ბეჟან ბეჟუაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ამ უკანასკნელმა ,,მშენებელი XXI საუკუნის" მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოტყუებით გაყიდა ამხანაგობის კუთვნილი ბინა და მიღებული თანხა თითქოსდა თაღლითურად მიითვისა. ბეჟან ბეჟუაშვილის დარღვეული უფლების აღდგენა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ" პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა, რა საფუძვლითაც განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით, პროკურატურის ახალ დეპარტამენტს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის კიდევ სხვა მოქალაქეების საქმეებზეც აქვს მიმართული. პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)