01:25 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 10:26:28, 1372 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური იმედიან თებერვალზე და გაზრდილ შემოსულობებზე საუბრობს

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე წლის თებერვალში, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 3.15%-ით გაიზარდა.

"თებერვალში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა გაიზარდა. თუ შარშან ის 3.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის თებერვალში გაზრდილია 3.15 %-ით და შეადგენს 3.9 მილიარდ ლარს. 
ასევე, მინდა ვთქვა, რომ მიმდინარე წლის პირველი 2 თვის განმავლობაში დღგ-ს ბრუნვები გაზრდილია 700 მილიონი ლარით, დაახლოებით 10%-ით. ამავე დროს, დღევანდელი დღის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია გადასახადები 354 მილიონი ლარი, რაც 104 მილიონი ლარით მეტია შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამავე დროს ბიუჯეტიდან გაწეულია მილიარდ 670 მილიონი ლარის ხარჯი, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 165 მილიონი ლარით მეტი. ასევე საბოლოო ნაშთი  123 მილიონი ლარით არის გაზრდილი,  ეს არის 478 მილიონი ლარი. აქედან 272 მილიონი ლარი განთავსებულია კომერციულ ბანკებში. 
თებერვლის ტენდენცია იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ ვსწავლობთ ახლა კონკრეტულად გადასახადების გადამხდელთა მიხედვით. საინტერესოა, რომ დასაბეგრი ბრუნვები 10%-ით არის გაზრდილი. გათვისუფლებული ბრუნვები გაზრდილია 41%-ით. მაკროპარამეტრების ასეთი მდგომარეობაა ჯერჯერობით. თებერვალი საკმაოდ იმედიანი თვე იყო", - აღნიშნა ხადურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics