|
2016-10-26 11:54:56, 2024 ნახვა
მსოფლიო
Amnesty International: სირიაში საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმებს 300 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა
სირიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიადარტყმებს სულ მცირე 300 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC უფლებადამცველ ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ბეირუთში ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლინ მაალუფმა განაცხადა, ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზი მეტყველებს, რომ თითოეულ შემთხვევში კოალიციის ძალები არ მიმართავდნენ უსაფრთხოების ადეკვატურ ზომებს, რათა მშვიდობიან მოსახლეობას შორის დანაკარგი და სამოქალაქო ობიექტების ნგრევა მინიმუმამდე შეემცირებინათ. "ვშიშობთ, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია სათანადოდ არ აფასებს სირიაში ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს”, - განაცხადა ლინ მაალუფმა. Amnesty-ს ანგარიში სირიელი უფლებადამცველებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კოალიციის 11 ავიადარტყმას დაახლოებით 300 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, სამხედროები კი მხოლოდ ერთი ადამიანის გარდაცვალებას აღიარებენ. ცნობისთვის, პენტაგონს უფლებადამცველების ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებს 9364 მშვიდობიანი მცხოვრები ემსვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)